|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან 505 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა, აჭარა - 366, იმერეთი - 505, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 199, გურია - 222, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25. ➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 235 საიდანაც:

4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 049, აჭარაში - 504, იმერეთში - 745.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 111 პირი, მათ შორის, თბილისში - 541, აჭარაში - 119, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 33, იმერეთში - 27.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 009 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი