ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან 462 იმერეთშია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 540 შემთხვევა, აჭარა - 494, იმერეთი - 462, ქვემო ქართლი - 312, შიდა ქართლი - 274, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი - 361, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც: 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 134, აჭარაში - 1 024, იმერეთში - 1 074.
ამ ეტაპზე მძიმეპაციენტია 1 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 163, იმერეთში - 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 34, იმერეთში - 27.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა. მხოლოდ აგვისტოში ინფექციით 1208 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი