ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან 457 იმერეთში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა, აჭარა - 495, იმერეთი - 457, ქვემო ქართლი - 164, შიდა ქართლი - 199, გურია - 147, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 196, კახეთი -158, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი -53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 716 საიდანაც:
1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 715 - თბილისში, 228 - აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 6ა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი