|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 4 278 და გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა - 19 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 715, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 412, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი -334, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 110, სამცხე-ჯავახეთი - 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 723 საიდანაც:

6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 540, იმერეთში - 1 365.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 619, აჭარაში - 126, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 352 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი