ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 979 გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა - 193, იმერეთი - 979, ქვემო ქართლი - 360, შიდა ქართლი - 428, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 530, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 619 საიდანაც:
6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 553, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 429.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 640 პირი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 132, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პირი, მათგან თბილისში - 186, აჭარაში - 40, იმერეთში - 31.
1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 232 - აჭარაში.
41 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი