|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან 907 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 907, ქვემო ქართლი - 375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 998, აჭარაში - 512, იმერეთში - 1 330.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 300 პირი, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 110, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 26, იმერეთში - 28.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 588 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა