ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან 123 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 19, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 101, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 404 საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 684, აჭარაში - 442, იმერეთში - 954.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 124, იმერეთში - 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 23, იმერეთში - 32.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.01%.
ავტორი: ნიუპრესი