|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 67.ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა - 66, იმერეთი - 67.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 897, აჭარაში - 337, იმერეთში - 436.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 85, იმერეთში -149.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 15. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 231- აჭარაში.

7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი