|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან 78 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 78.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც: 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 914, აჭარაში - 361, იმერეთში - 435.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში - 371, აჭარაში - 80, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 15, იმერეთში - 14.

639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 - თბილისში, 233- აჭარაში. 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 ბოლო 24 საათში  კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნიუპრესი