|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან 68 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა - 91, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 15, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც:

4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 039, აჭარაში - 487, იმერეთში - 822.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 137 პირი, მათ შორის, თბილისში - 543, აჭარაში - 118, იმერეთში - 300.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 34, იმერეთში - 29.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი