|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 986 და გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა - 27 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა - 95, იმერეთი - 118, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 30, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 689 საიდანაც: 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 142, აჭარაში - 519, იმერეთში - 970. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 269 პირი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 35, იმერეთში - 30. 903 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 243- აჭარაში. 20 716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ავტორი: ნიუპრესი