|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ინფორმაცია არ შეეფერება სიმართლეს" - ტოვებს თუ არა თამთა ბაკურაძე თანამდებობას?

 ქუთაისის მერიისს ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში არ ადასტურებენ. 

"ინფორმაცია არ შეეფერება სიმართლეს" - აცხადებენ მერიაში. თავად თამთა ბაკურაძემ კი ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. "ნიუპრესის" კითხვაზე,  დაწერა თუ არა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ,  მან მერიის პრესსამსახურისაკენ გადაგვამისამართა.

ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი ჭიღვარიას მეგობარი და "ქართული ოცნების" კოორდინატორი თამთა ბაკურაძე ქუთაისის მერიის ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორად 2017 წელს დაინიშნა. მის საქმიანობას არაერთი სკანდალი უკავშირდება. ბაკურაძის წინააღმდეგ თანამშრომლებმა სამართალდამცველ ორგანოებსაც კი მიმართეს.  მის სახელს უკავშირდება ბენეფიციარების შემცირების საკითხიც.  ის აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის ოფისებზე დარბევის აქციებში. 

 შეგახსენებთ, 8 აპრილს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა  ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დატოვა.  საკუთარი განცხადებით საფუძველზე პოსტები დატოვა მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელმა. ოპოზიციის განცხადებით, მერიიდან გიორგი ჭიღვარიას კადრების გაშვების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის  განცხადება უკვე დაწერილი აქვს "მადლიერების სახლის" ხელმძღვანელს თამთა ბაკურაძეს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა