|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს

ქუთაისში ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ცნობით,  ლილი ნუცუბიძის ქუჩაზე არსებული შენობის რეკონსტრუქციისთვის ქალაქის ბიუჯეტით 999 773 ლარია  განსაზღვრული.

მათივე ცნობით, შენობა ფუნქციონირებას გააგრძელებს არაფორმალური განათლების ცენტრის სახით, სადაც მოეწყობა საკონფერენციო და სამონტაჟო ოთახები, სამუშაო და მულტიმედიის სივრცეები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ქალაქში ასევე სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-17 სპორტული სკოლის კრივის დარბაზებსა და ადმინისტრაციულ შენობას.

პროექტი 2 210 474 ლარის ღირებულებისაა და რგპფ აფინანსებს. გათვალისწინებულია კრივის დარბაზების, გასახდელების, სველი წერტილების, საუნის განახლება.

განახლდება ადმინისტრაციული შენობის ოთხივე სართული, მოეწყობა სასტუმრო, შეიცვლება გადახურვა და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაციის შემდეგ სპორტული სკოლა შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.

მერიის ცნობით, ქალაქში ინტენსიურად წესრიგდება ფასადები. ფასადი განახლდება ზ. გამსახურდიას გამზირის #17 მრავალსართულიან კორპუსზეც. პროექტის ღირებულებაა 305 593 ლარი და რგპ-ის ფონდიდან ფინანსდება. შენობაზე განთავსდება ფერადი პანელური მოაჯირები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და წყალსაწრეტები.

რეგიონული განვითარების პროგრამის ფონდიდანაა დაფინანსებული ⁠მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც. 948 691 ლარის ღირებულების პროექტის მიხედვით, მესხიშვილის ქუჩაზე, ჩიხების ჩათვლით, გზის სავალ ნაწილზე განახლდება ასფალტობეტონის საფარი,მოეწყობა სანიაღვრე.

დაწყებულია დადიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია. არხის ორივე მხარეზე ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს და გათვალისწინებულია 2 ხიდის, გაზონების, საფეხმავლო ბილიკების, გამწვანების, განათების, საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს პროექტიც რგპფ-დან არის დაფინანსებული. ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა