იოსებ მაკრახიძე ამომრჩევლებს ხვდება (R)
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორში ვერხვების, კომბინატის, სადგურის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს პარტია „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმვალობაში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. იოსებ მაკრახიძე დასახლებებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და მოსახლეობასთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. თანამედროვე სახელმწიფოს შენების გამოწვევას პასუხობს ხელისუფლების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ეკონომიკური განვითარების ამოსავალი წერტილი კერძო სექტორის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ხელშეწყობაა. ქართულ სინამდვილეში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ქვეყანაში გაჩნდა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამა. არც ერთი ბიზნეს იდეა, რომელსაც აქვს განვითარების პოტენციალი, არ რჩება დაფინანსების გარეშე”, - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის დასაქმებას ეთმობა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება 257 ათასი უმუშევრით ჩაიბარა და არასწორი პოლიტიკის გამო მმართველობა 305 ათასი უმუშევრით დაასრულა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილს შექმნის. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.
ავტორი: ნიუპრესი