|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ მაკრახიძემა და გიორგი თოთლაძემ მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს (R)

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ორთაშენის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრის მონაწილეებმა დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, ასევე ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.

 „ორთაშენის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. აუცილებლად მიმაჩნია მოსახლეობის ჩართულობა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში, რათა კიდევ უფრო სწორად მოხდეს ქალაქის საბიუჯეტო თანხების განკარგვა. მოსახლეობა უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობით, გახდნენ მეტად ინფორმირებულები სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების შესახებ, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ჩართულობის კოეფიციენტი გაზარდონ. დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურზე დგას. ჩვენ დავიწყეთ დემოკრატიული ქვეყნის შენება , მოსახლეობას აღარ აქვს შიშის განცდა საკუთარი აზრის დაფიქსირებისას.მე მჯერა, ჩემი გორელები, 8 ოქტომბერს სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებს დაუჭერენ მხარს. ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველის“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  კოდას აბანოსა და საციხურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე.

 შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და  მათ საკუთარი სამომავლო გეგმები გააცნო.

ავტორი: ნიუპრესი