იოსებ მაკრახიძის წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება (R)
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის იოსებ მაკრახიძის წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად გორგასლისა და ატენის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
ამომრჩველთან შეხვედრისას იოსებ მაკრახიძემ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე , ქალაქში არსებულ პრობლემებზე, მოსახლეობის საჭიროებებსა და ქალაქ გორის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.
„ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაციით და თანამშრომლობით ჩვენ მოვახერხებთ ქალაქის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, მოსახლეობამ იგრძნო, რა არის ჭეშმარიტი დემოკრატია. უმთავრესია სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, კონკურენტული გარემოს შექნმა, მეტი ინოვაციური პროექტების განხორციელება, ინვესტორების მოზიდვის მიზნით სათანადო საინვესტიციო კლიმატის შექნმა, რომელიც მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცდა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას.
ავტორი: ნიუპრესი