იოსებ ხახალეიშვილი - წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია - 91 მლნ ლარს შეადგენს
პარტია „ქართული ოცნება - დემკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მერაბ კვიცარიძესთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად ავტოქარხნის ადმინსტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მერობის კანიდატმა აღნიშნა, წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია - 91 მლნ ლარს შეადგენს, აქედან 25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება. მისი თქმით, ქალაქისთვის საბაზისო ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგება გასულ წელს მერად არჩევის დღიდან დაიწყო და მასშტაბური პროექტების განხორციელების რეალურ პერსპექტივას, მერად ხელახალი არჩევის შემთხვევაში ხედავს.
„ მე ავასრულე პირობა, რომელიც გასულ წელს წინასაარჩევნოდ დავდე, რომ ახალ მუნიციპალური ტრანსპორტს შემოვიყვანდით. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლითაც ქუთაისელების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა უზრუნველყოფილი“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა მისი თქმით, მერად ხელახალი არჩევის შემთხვევაში, საქალაქო ტრანსპორტის ტარიფი შენარჩუნდება, განახევრებული ტარიფებით ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახები, სტუდენტები, სკოლისა და ბაგა-ბარების და პედაგოგები, ხოლო უფასოდ იმგზავრებენ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ოჯახის წევრები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველი ადამიანები.
„ჩვენ ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი რეკრიაციული ზონა მოვაწყვეთ, მოვაწესრიგეთ შიდა ეზოები და სკვერები. ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსდა ბავშვთა ატრაქციონები და სატრენაჟორო მოწყობილობები, რომელთა ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.“- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივი თვითთმართველობის საქმიანაობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია იმ გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
„ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც არც წარსულ ტრადიციებს ივიწყებს“, - მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა მოსახლეობას.
ავტორი: ნიუპრესი