იოსებ ხახალეიშვილი "მთავარ არხს" სასამართლოში უჩივის
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი "მთავარ არხს" სასამართლოში უჩივის. იოსებ ხახალეიშვილმა დღეს განართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ის სარჩელს ტელევიზიის, მისი დირექტორის და ჟურნალისტის ეკა გაგუას წინააღმდეგ მიმართავს.
ხახალეიშვილის თქმით, საჩივრის მიზეზი ცილისმწამებლური მასალების მომზადება და გავრცელება გახდა.
მისი თქმით, ინფორმაცია მისი "სუს"-ის აგენტობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ხახალეიშვილის მორალური ზიანის კომპენსაციისთვის, სიმბოლურად 55 555 ლარს ითხოვს, რომელიც მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
როგორც მერობის კანდიდატი განმარტავს, ღირსების შემლახველი მასალების გამო საჩივარს მერობის სხვა კანდიდატებიც ამზადებენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა