|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკური სესხი – შეიძინე ბინა დღეს და გადაიხადე ხვალ [R]

ოცნებობ ახალ, გარემონტებულ სახლზე, მაგრამ საკუთარი შემოსავლით ვერ ახერხებ საჭირო თანხის დაზოგვას?

იპოთეკური სესხი საშუალებას გაძლევს ოცნება რეალობად აქციო. შეიძინო სასურველი ბინა მარტივად, თანხა კი ეტაპობრივად გადაიხადო. პროდუქტით სარგებლობა შეგიძლიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში. თითოეული მათგანის შეთავაზება ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორი არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა მათი პირობების დეტალურად შესწავლა, შედარება და გადაწყვეტილების მიღება.

 

იპოთეკური სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა. პროდუქტის საშუალებით შესაძლებელია ბინის, აგარაკის, მიწის ნაკვეთის შეძენა. თანხის აღება გრძელვადიანი პერიოდით ხდება და მის დასაფარად ხშირად წლებია განკუთვნილი. სესხის პირობა ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულის კლიენტის შემოსავალზე, შესაძენი ქონების საფასურზე. მოცემული ტიპის კრედიტის აღება მოითხოვს სწორ შეფასებას, რადგან სესხი გრძელვადიანია, თანხა კი დიდი მოცულობის. შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად შეძლებთ თანხის გადახდას წლების განმავლობაში. კრედიტორები სწორედ ამის გამო ითხოვენ უზრუნველყოფას, რადგან გრძელვადიანი სესხის გაცემისას რთულია რისკების შეფასება. შესაძლოა მიმდინარე პერიოდში კლიენტს საკმარისი შემოსავალი ჰქონდეს სესხის გადასახდელად, თუმცა მისი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალოს. უზრუნველყოფა გულისხმობს, ვალდებულების გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების კრედიტორისთვის გადაცემას.

 

რა თანხის სესხება შეგიძლიათ?

საკრედიტო ორგანიზაციები ქონების ღირებულების საფუძველზე ადგენენ სესხის ოდენობას. ამასთან, ითვალისწინებენ თქვენს შემოსავალს და მიმდინარე ვალდებულებებს. იმისათვის, რომ კრედიტის დაფარვა მარტივად შეძლოთ, საჭიროა განსაზღვროთ თუ რა ოდენობის შენატანი იქნება თქვენთვის რეკომენდირებული ყოველთვიურად. ამის დასადგენად თქვენს შემოსავალს გამოაკელით აუცილებელი ხარჯები, რაც შეიძლება იყოს კომუნალური მომსახურების, კვების, ტრანსპორტის, განათლების ან დასვენების თანხა და ამის მიხედვით განსაზღვრეთ თუ რამდენის გადახდას შეძლებთ.

 

სანამ სესხს აიღებთ, იპოთეკური სესხის აღებას, შესაძლოა, სხვა ხარჯებიც ახლდეს თან:

 

  • სესხის გაცემის საკომისიო – დააზუსტეთ საფინანსო კომპანიასთან აქვს თუ არა სესხის გაცემის საკომისიო და გაიგეთ მისი ოდენობა, გაეცანით ხელშეკრულებას, რათა წინასწარ იცოდეთ მომსახურების პირობა;
  • ქონების დაზღვევის ღირებულება – გამომდინარე იქიდან, რომ იპოთეკური სესხის გაცემისას ხდება ქონების უზრუნველყოფაში ჩადება, შესაძლოა საჭირო გახდეს დაზღვევა. გაარკვიეთ თუ ვინ გადაიხდის დაზღვევის საფასურს;
  • ჯარიმა თანხის დაგვიანებით გადახდისთვის – ცხოვრებაში ხშირად ხდება მოულოდნელი შემთხვევები. სანამ კრედიტს აიღებთ, გაიგეთ რა დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ თუკი პროცენტის გადახდა დაგაგვიანდებათ;
  • წინსწრებით დაფარვის საკომისიო - გაარკვიეთ მომსახურე საკრედიტო ორგანიზაციაში შესაძლებელია თუ არა სესხის წინსწრებით დაფარვა. შესაძლოა კრედიტორს ჰქონდეს წინსწრების საკომისიო და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში მეტი თანხის გადახდა დაგჭირდეთ.



თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ

იპოთეკური სესხის აღება ბევრ კომპანიაში შეიძლება. თითოეული კრედიტორის შეთავაზება მიმზიდველია, რაც არჩევანის გაკეთებას რთულს ხდის. გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სესხის ძირითადი პირობების გარკვევა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა, ხელშეკრულების გაცნობა და დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება. სესხის პირობების გაგება და ერთმანეთთან შედარება უკვე ერთ სივრცეში შეიძლება. იპოთეკური სესხის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს https://www.credy24.ge/ipotekuri-sesxi/  თქვენ არ მოგიწევთ სხვადასხვა კრედიტორების საიტებზე ინფორმაციის ძიება, მარტივად გაიგებთ პროდუქტის პირობას, შეადარებთ არსებულ შეთავაზებებს და მიიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, რაც დაგიზოგავთ ფინანსებს. მარტივად გადაიხდით ვალდებულებას და ისარგებლებთ თქვენზე მორგებული პირობით.




ავტორი: ნიუპრესი