|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას" (R)

გივი თარგამაძემ ჯანრთელობის მდგომარეობის გამო დაკითხვაზე მისვლა ვერ შეძლო. მას სამართალდამცველები სახლში დაკითხავენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ  განცხადება გააკეთა.

"სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, ის დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ბუნებრივია ზედმეტია. ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც მაინცდამაინც ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას. უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. კვალიფიკაციის მინიჭება საქმისთვის არის სამართლადამცავი ორგანოების კომპეტენცია. მათ მიანიჭეს საქმეს ის კვალიფიკაცია, რომელიც მიანიჭეს, დანარჩენს უკვე გამოძიების მიმდინარეობა გვაჩვენებს. თუ გამოძიებაში გამოიკვეთება, რომ ეს იყო, დავუშვათ ტერაქტი, ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაული, ამ შემთხვევაში ბუნებრივია სამართლდამცავი ორგანო შეუცვლის მას კვალიფიკაციას. ბუნებრივია, ეჭვები არსებობს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილი არის გარკვეული პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კობახიძემ.

 

იხილეთ ვიდეო

https://www.wetransfer.com/downloads/e77a4079e964e7dd35e9e28f9571062d20161006104311/645f97

ავტორი: ნიუპრესი