ირაკლი მეზურნიშვილი:" ჩემი პრიორიტეტი თქვენი კეთილდღეობაა"(R)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი მეზურნიშვილის მხარდასაჭერად კასპში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დეპუტატობის კანდიდატმა საზოგადოების წინაშე მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და შეკრებილებს მოუწოდა რაიონის საკეთილდღეოდ, ერთი სულისკვეთებით იმოქმედონ.
ირაკლი მეზურნიშვილის მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებოდნენ ,,ქართული ოცნების“ ახალი სახეები- კახა კუჭავა და აკაკი ზოიძე, რომლებმაც მათ თანაგუნდელს პოლიტიკურ კარიერაში წარმატება უსურვეს.
„მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ,რადგან ვგრძნობ დიდ ენერგიასა და მუხტს ახალგაზრდებისგან.მე ვიქნები თქვენი უფლებებისა და ინტერესების დამცველი. ჩემი პრიორიტეტი თქვენი კეთილდღეობაა'',- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი