|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი თოთლაძე მოსახლეობას შეხვდნენ (R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი  უფლისციხისა და ქვახვრელის სოფლების მოსახლეობას ესტუმრა.

შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, გამოიკვეთა ის პრობლემები და პრიორიტეტები,რაც საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია: სასმელი წყალი,გაზიფიკაცია და ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა ასევე დაინტერესდა ტურიზმის განვითარების კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

“მოგეხსენებათ, რომ უფლისციხე დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელი გახლავთ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი მიზანია გაიზარდოს რაიონში ისტორიული ძეგლების კონკურენტუნარიანობა.ამიტომ, საჭიროა ვუზრუნველყოთ მისი განვითარების სტიმულირება.ტურიზმის ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა,ეს ოჯახების კეთილდღეობასაც ნიშნავს“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელის რაიონის სოფლების: ღოღეთის,თამარაშენის, ფცისა და ქ/შაქშაქეთის მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა ხილის რეალიზაციაა.

 " გარდა იმ პროექტებისა, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ამ სოფლებში განხორციელდა, კიდევ იქნება უამრავი პროექტი, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილოს და უფრო კომფორტული გახადოს ცხოვრება“,- განახცადა შეხვედრაზე კანდიდატმა.

თავის მხრივ მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მთავრობას გზის დაგებისათვის.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი