|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი თოთლაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ(R)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი სამთავისის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოჟამისა და სამთავისის სოფლების  მოსახლეობასთან ერთად განიხილა ადგილზე არსებული პრობლემები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები.

 ირაკლი მეზურნიშვილმა ასევე ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემისა და ახალგაზრდების თვითმართველობაში ჩართულობის შესახებ. იმსჯელა, რას ნიშნავს ცხოვრობდე უსაფრთხო ქვეყანაში, რას ნიშნავს კანონის პატივისცემა და რატომ არის საჭირო ეს ქვეყნის განვითარებისთვის.

 „მჯერა, ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად, ვიშრომებ რაიონის სასიკეთოდ, რადგან ყოველივე კეთილი წარმოქმნის ყოველგვარ ადამიანურს,რომელიც დღეს ასე ძალიან გვჭირდება. სიკეთე ქმნის სიკეთეს, რომლითაც უნდა გავიხაროთ“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე  სოფლების: აბისისთავის, აბისისა და ბერძენაულის მოსახლეობას შეხვდა.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 თავის მხრივ, მოსახლეობამ, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას  სოფლებში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

ავტორი: ნიუპრესი