|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი მეზურნიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს (R)

 „ქართული ოონებიდან“ კასპის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროს ა და კასპის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მეზურნიშვილმა კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მათ მაჟორიტარი დეპუტატის სახით ეყოლებათ მხარდამჭერი და ერთგული მეგობარი. ირაკლი მეზურნიშვილი კასპის საფეხბურთო სკოლასაც მხარდაჭერას და დახმარებას დაპირდა. „დარწმუნებული ვარ, სკოლის აღსაზრდელებს შორის არის მომავალი ვარსკვლავი, რომელიც გვასახელებს საერთაშორისო არენაზე. თუ თქვენი სურვილი იქნება, მე თქვენთან ერთად მივიღებ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას. პირველ რიგში კი, აუცილებელია, კარგ მდგომარეობში მოვიყვანოთ საფეხბურთო მოედანი“-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. ირაკლი მეზურნიშვილი კასპის №1 უბნის ამომრჩევლებსაც შეხვდა. მათ ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. „დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. საქართველოში ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმი მაღალ დონეზეა შეფასებული. მთავრობის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროგრამა ორიენტირებულია თქვენს კეთილდღეობაზე. მე ვიქნები საზოგადოების ხმა პარლამენტში. მთავარია, ჩვენს შორის იყოს მეგობრობა, რათა ვიბრძოლოდ ერთად ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“, -განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი