ირაკლი მეზურნიშვილმა და გიორგი თოთლაძემ მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს(R)
ირაკლი მეზურნიშვილმა და გიორგი თოთლაძემ მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ზემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატმა სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ამომრჩეველთან ერთად იმსჯელა. ირაკლი მეზურნიშვილმა ყურადღება ახალგაზრდების განათლების, დასაქმების კუთხით გასატარებელ რეფორმასა და რაიონის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის როლზე გაამახვილა.
„მინდა იცოდეთ, რომ პოლიტიკა, თავისთავად, ადამიანებს შორის ურთიერთობას ნიშნავს. ამიტომ, შეუძლებელია ჩემი მიზნების განხორციელება, თქვენი დახმარებისა და ჩვენი ერთობის გარეშე“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე ახალდაბის, არაშენდასა და ვარიანის მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატი ადგილობრივებს მისი მომავალი საქმიანობისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.
გიორგი თოთლაძის თქმით, იგი ხალხის აზრსა და პრობლემებს ყოველთვის მოისმენს.
„ეს შეხვედრები არ იქნება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. იგი უფრო მეტად გახშირდება და მიიღებს ინტენსიურ ხასიათს, რათა ჩემი და ჩვენი პარტიის მუშაობა იყოს ნაყოფიერი და ეფუძნებოდეს ხალხის კეთილდღეობას",-აღნიშნა მან.
ავტორი: ნიუპრესი