ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს აცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლისა და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
სროლის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი. შსს-ს ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ავტორი: ნიუპრესი