|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველობების ხელმძღვანელებზე - ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ხელშეუხებლები არიან

პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ოლქში ხელშეუხებლობის განცდაა გაჩენილი, რაც დაუშვებელია და მომავალში ამას „ხალხთან ერთად პარტია გააკონტროლებს“.

„მაქსიმალურად ჩავერთვები რეგიონებში პირველ ეტაპზე. პარტიის ხელმძღვანელის ასეთი გადაწყვეტილებაა, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ. ყველა თვითმმართველობის მმართველმა უნდა იგრძნოს ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში, ხალხთან. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მათი ძალაუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ დაგვიჭირა მხარი და მანდატი მოგვცა მოსახლეობამ. ზოგიერთ ოლქში მესმის ხმები, ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან. გააფუჭებენ, თუ არ გააკეთებენ, პასუხს არავინ მოსთხოვს, ასე არ იქნება, ასე აღარ გაგრძელდება. უბრალოდ, მინდა, ეს წინასწარ დავაანონსო. ჩვენ ყველა რაიონში მაქსიმალურად გავააქტიურებთ მუშაობას. პარტიის მუშაობას და პარტია ადგილზე სიტუაციის მაკონტროლებელი იქნება, რომ მოსახლეობას გვერდში მაქსიმალურად დავუდგეთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული შიდადისციპლინის დამყარებას არ ნიშნავს.

„არ ვაპირებთ პარტიული შიდადისციპლინა დავამყაროთ. რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად გავაკონტროლებთ თითოეულ რაიონსა და რეგიონში მუშაობას, მათ ეფექტიანობას და ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაცია გვექნება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა