|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ხახუბია ფოთში ბაზრის თანამშრომლებს შეხვდა (R)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში  წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქის ბაზრის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მიერ  წამოჭრილი პრობლემების ნუსხა მოისმინა.

ირაკლი ხახუბია ადგილზე გაეცნო გარემოვაჭრეების, მეთევზეების და იქ დასაქმებულთა პრობლემებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრისას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქცენტი გააკეთა ხელისუფლების მხრიდან უკვე  განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მეწარემეებისათვის მმართველი გუნდი მომავალშიც არაერთი ხელიშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებისა თუ  დამხმარე პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.

ირაკლი ხუხუბიამ ასევე წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა მალთაყვის უბანში ნინოშვილის და ჭონქაძის ქუჩის მოსახლეობასთან, სადაც იმ ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრ, ა რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არის დაგეგმილი.

ტაბიძის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე კი მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია დევნილთა პრობლემებს გაეცნო.  ირაკლი ხახუბიას განცხადებით, „სახელმწიფო მიდგომა  ოკუპირებული რეგიონებიდან გადაადგილებული პირების მიმართ, წინა წლებთან  შედარებით რადიკალურადაა შეცვლილი. დევნილთა უფლებების დაცვა  ხელისუფლებისათვის   ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“.

ირაკლი ხახუბიამ დევნილთა დასახლებაში გამართულ შეკრებაზე მთავრობის მიერ განხორციელებულ C ჰეპაპიტის მკურნალობის პროექტის მნიშვნელობასა და  შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება.  საუბარი ასევე შეეხო რეგიონში ტურიზმის განვითარებას და დევნილების ჩართულობას სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი