ისანში ვაგონცისტერნა აალდა - საქართველოს რკინიგზის განცხადება
ისანში რკინიგზის სადგურზე ცისტერნის აალების შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი", - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში..
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა