ისრაელიდან ტურისტების შემოსვლის პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო
ტურისტების ისრაელიდან შემოსვლის პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"პრიორიტეტულად განსაზღვრული ქვეყნებიდან შეთანხმება მიღწეული იყო ისრაელთან, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა გადავადდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, რომელიც 15 ივნისიდან იხსნება და თითოეული მოქალაქის მხრიდან შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ქვეყნის ეკონომიკისა და სექტორისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



15:46
10:15
11:28
















