|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ისრაელმა სამუშაო ქვოტა უნდა გამოყოს საქართველოდან ჩასულებისათვის"

"ისრაელმა სამუშაო ქვოტა უნდა გამოყოს საქართველოდან ჩასულებისათვის"- განაცხადა  საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ.  მისი თქმით, დღეს ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრი ქართველი ტურისტული ვიზიტით მიდის ისრაელში, თუმცა იქ სამუშაოდ რჩება.

„ოფიციალური სამუშაო კვოტას გამოყოფის საკითხი ჩვენ კარგა ხნის წინ დავსვით და ისრაელისგან  მივიღეთ თანხმობაც. სასურველია, ახლა ეს შეთანხმება უკვე მხარეებს შორის  ოფიციალურად გაფორმდეს და საქართველო, მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა, მიიღებს სამუშაო კვოტას“, - განაცხადა იციკ მოშემ. 

მისი თქმით, უნდა დამთავრდეს გაუგებრობა და მედიის კითხვები, თუ რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში. "მე არ მინდა ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ამ ფრაზეოლოგიამ დააზიანოს"-განაცხადა მან.

"100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო ქვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე“,-განაცხადა იციკ მოშემ. 





.

ავტორი: ნიუპრესი