|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ივანიშვილი ქუთაისში ქარხნის მშენებლობას გეგმავს

 

ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში ქარხნის მშენებლობის დაფინანსებას  გეგმავს. ამის შესახებ მან  პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძესთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ნიშნიანიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ივანიშვილი ავტობუსების  ქარხნის  მშენებლობის დაფინანსებას აპირებს.

"ივანიშვილის თქმით,  ქუთაისში კარგი იქნება რაიმე ქარხნის მშენებლობა. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელებით ბევრი ადამიანი დასაქმდება. ის არ გამორიცხავს, უახლოეს მომავალში ავტობუსის, ან სატრაქტორო ქარხნის დაფინანსებას.  ამ პროექტებზე მიდის სერიოზული მუშაობა",- აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი