|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ივანიშვილის მატლმა გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2010 წელს - სააკაშვილი

ივანიშვილის მატლმა გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2010 წელს და რომელიც უნდა დამთავრებული 2014-ში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. 
მისი თქმით, ივანიშვილის საქართველოში სხვისთვის ბევრი ფულის შოვნა არ შეიძლება, რადგან ამას ივანიშვილი საფრთხედ აღიქვამს. 
"ერთადერთი ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო. რენდერის გაკეთებაც ვერ შეძლეს, ამ “დროშა ვერ დაკიდენ” სასტავმა.
რა საცოდავები და დაშინებულები არიან, მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ.
ოღონდ დაავიწყდათ ასევე ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურის, სადაც უნდა ყოფილიყო 100 ახალი საწარმო და ის ხიდიც ულამაზესი იყო, რომელიც ჩვენ მაშინ დავაპროექტეთ და უკვე ვიწყებდით მშენებლობას. ბათუმის აეროპორტი გადადიოდა სოფელ მერიაში და ბათუმის აეროპორტიც უერთდებოდა გონიოს ამ ზონას, სადაც იქნებოდა არა რუსების აგარაკები, როგორც ესენი აპირებენ, არამედ ფინანსური დიდი ზონა, სადაც ქართველები ძალიან მაღალ ხელფასებს მიიღებდნენ და ბევრ ფულს გააკეთებდნენ - მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ბევრი ფულის გაკეთება სხვისთვის არ შეიძლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილს", -წერს სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შეგახსებნებთ, გუშინ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გონიოში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ გონიოში ახალი ქალაქი უნდა აშენდეს, ხოლო საქართველო "აღმოსავლეთის ლუქსემბურგი" უნდა გახდეს. 

„ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო“- განაცხადა ღარიბაშვილმა..

 

 

ავტორი: ნიუპრესი