ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა - ჯო უილსონმა
ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან"და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, მაგრამ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა, შესაბამისად, ამერიკამ არ უნდა დაუშვას მისი „"ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში მოხვედრა“.
"ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის. მაგრამ, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ტრამპს მაქსიმალური ზეწოლის სჯერა, და განსაკუთრებით ირანულ რეჟიმთან მიმართებაში მას არ დაავიწყდება ის გეგმები, რომლებიც მის მოკვლაზე ჰქონდათ. იქნება მაქსიმალური ზეწოლა ირანულ რეჟიმზე, დამატებით, საბოლოო ჯამში, მათ მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი.
ძალიან მიხარია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც გასულ კვირას გამოცხადდა, ის ორპარტიულია, ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობენ. მჯერა, რომ ეფექტიანი სანქციები გაიზრდება მომავალ ტრამპის ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით მარკო რუბიოს [მომავალი სახელმწიფო მდივანი] გათვალისწინებით. მისი ოჯახი წარუმატებელ საბჭოთა იმპერიის ნაწილს, კუბის დიქტატურას გაექცა.
ამერიკის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა. ქართველი ხალხი თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომლებიც იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რაც ამერიკელი ხალხი. მეტიც, საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, სტრატეგიულად არის განლაგებული და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში მოხვედრა”, - განაცხადა უილსონმა.
შეგახსენებთ, პანელურ დისკუსიას დისტანციურად ერთვებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალონმე ზურაბიშვილი.
ავტორი: