|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იზრუნე ჯანმრთელობაზე REDMED აპლიკაციით

თუკი რაიმე ხდის თანამედროვეობას მეტად კომფორტულს და ჩვენზე მორგებულს, ის ინოვაციებია, რომლებიც დროის დაზოგვასა და პროცედურების მარტივად წარმართვაში გვეხმარება. დაგვეთანხმებით, რომ განსაკუთრებით სამედიცინო პროცედურების განხორციელება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე გაუთვლისწინებელ შემთხვევებს ეხება, ძალიან რთულია. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად REDMED-მა შექმნა აპლიკაცია, რათა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან მიიღოთ სპეციალისტის დახმარება ყველანაირი შეფერხების გარეშე. 

 

REDMED-ი წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო სერვისების პლატფორმას, რომელიც მორგებულია არსებულ სფეროში აუცილებელი ყველა სახის მომსახურეობის მარტივად ხელმისაწვდომობასა, დაგეგმვასა და კომფორტულად წარმართვაზე. 

REDMED-მა მის სივრცეში გააერთიანა პროფესიონალი და თავის სფეროში გამორჩეული 300-მდე ექიმი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მზად არიან თქვენი დახმარებისთვის. ისინი მოღვაწეობენ 20-მდე სფეროში და ასევე გეხმარებიან კონსულტაციის გავლის შემდეგ დროულად მიიღოთ  თქვენი დაზღვევისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია. 

REDMED- ის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინოვაციური სერვისები : 

  • გამოიძახოთ ექიმი სახლში;
  • ჩაეწეროთ კლინიკაში ვიზიტზე;
  • გამოიძახოთ აფთიაქი სახლში;
  • მიიღოთ ექიმის ვიდეო ან სატელეფონო კონსულტაცია;
  • ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებებით ლაბორატორიებსა თუ კლინიკებში;
  • გამოიძახოთ ლაბორატორია სახლში.

 

სპეციალისტის გამოძახება სახლში ამარტივებს მასთან კონსულტაციის პროცესს და გეხმარებათ მოახდინოთ პირდაპირი კონტაქტი წინასწარ განსაზღვრული დროით, სახლიდან გაუსვლელად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შესაძლებლობა გეძლევათ 7 დღის მანძლზე დაამყაროთ ექიმთან კონტაქტი აპლიკაციის დახმარებით. დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას REDMED-ის აპლიკაციაში მიიღებთ ექიმისგან.

REDMED-ის აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს მარტივად და კომფორტულად მივიღოთ ჩვენთვის სასურველი სერვისი, მხოლოდ საჭიროა აპლიკაციის მეშვეობით ძიების ველში ჩავწეროთ ექიმის, სპეციალობის, კლინიკის ან დაზღვევის დასახელება და ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ავირჩიოთ ჩვენთვის მოსახერხებელი. ჩამონათვლის გარდა, ძიების შედეგების გვერდზე დაგხვდებათ შედეგების გაფილტვრის სხვადასხვა ღილაკები - თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კონსულტაცია ექიმთან საქართველოში ან საზღვარგარეთ და ასევე მონიშნოთ  სამი ალტერნატივიდან სასურველი: სატელეფონო კონსულტაცია, ვიდეო კონსულტაცია ან ექიმის გამოძახება სახლში. 

REDMED - ის ერთ-ერთ უპირატესობას სწორედ აპლიკაციის მეშვეობით სააფთიაქო პროდუქტების შეკვეთის ფუნქცია წარმოადგენს, რაც სასურველ დროსა და ადგილას თქვენთვის საჭირო მედიკამენტების სწრაფ მიწოდებაზეა ორიენტირებული.

აპლიკაციის კომფორტული ფორმატი სპეციალისტთან კონსულტაციის დაგეგმვაშიც გვეხმარება, რაც თავიდან გვარიდებს ქოლ ცენტრში მოლოდინის რეჟიმში ყოფნას და დროის გადამეტებულ ხარჯვას. ექიმთან კონსულტაციის  დასაგეგმად საჭიროა მხოლოდ ძიების ველში ჩაწეროთ სასურველი კლინიკა, სპეციალისტი და აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო.

REDMED - ის პლატფორმის დახმარებით პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ამ პროცესს უფრო მარტივს ხდის ლაბორატორიაში ვიზიტის დაჯავშნა ან სასურველ დროს გამოძახება სახლში აპლიკაციის  დახმარებით.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს და გამოიყენეთ არსებული სერვისების უპირატესობები REDMED-ის აპლიკაციის მეშვეობით. 

 

ავტორი: ნიუპრესი