|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იძულებით რუსულ მარშზე- ქუთააისის მერს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ზეწოლა საჯარო მოხელეებზე

რუსულ მარშზე საჯარო მოხელეების იძულებით წაყვანის მეთოდებზე საუბრობენ. ქუთაისში. ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში  დასაქმებულები იძულების წესით მიჰყავთ. 

პოლიტიკური პარტიის „ახალის" წევრმა გიორგი კილაძემ განაცხადა, რომმათთან საუბარში  ადამიანები აცხადებენ, რომ თბილისში  დაგეგმილ აქციაზე იძულებით მიჰყავთ, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ამის შესახებ ხმამაღლა ვერ საუბრობენ.   

"ქუთაისშიც "ქართულმა ოცნებამ" მიმართა იმ მეთოდს, რასაც ჰქვია იძულების მეთოდი საჯარო მოხელეების მიმართ, რუსულ მარშზე წასაყვანად. ამ ყველაფრის სათავეში დგას ქუთაისის მერი. ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩვენ დაგვიკავშირდა და მოგვიყვა ის ამბები, თუ რა ხდება და როგორ აიძულებენ მათ, მაგრამ საჯაროდ საუბარი ამ ადამიანებს ეშინიათ...

მე მინდა მოვუწოდო "ქართულ ოცნებას," იოსებ ხახალეიშვილს, შეწყვიტოს ამ ადამიანებზე ზეწოლა და, ნუ, წაართმევს მათ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, თავისუფლებისა და არჩევანის თავისუფლების," -განაცხადა გიორგი კილაძემ.

ავტორი: ნიუპრესი