ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კოვიდ ვირუსის გააქტიურების შესახებ აფრთხილებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კოვიდ ვირუსის გააქტიურების შესახებ აფრთხილებს.
ჯანმოს ცნობით, მხოლოდ დეკემბერში კოვიდ 19-ს მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
50 ქვეყანაში პაციენტების რაოდენობა კი თითქმის 50 პროცენტით არის გაზრდილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ ახლა მთავარი გამოწვევა ვირუსის JN.1 ვარიანტიის უკონტროლო გავრცელებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 აღარ არის გლობალური ჯანდაცვისთვის საგანგაშო, ვირუსი ჯერ კიდევ ცირკულირებს და კლავს... სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები მიუთითებს დეკემბრის განმავლობაში გადაცემის ზრდაზე, რაც გამოწვეულია შვებულების პერიოდში შეკრებებით და JN.1 ვარიანტით, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვარიანტია", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.
ავტორი: