|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შევა"

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება, თუმცა  პროგრამაში ცვლილებები  რამდენიმე მიმართულებით შევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვის პასუხად  განაცხადა.
”საყოველთო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება. ცვლილებები იქნება და ეს ცვლილებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ არსებული რესურსები კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული და მათთვის, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდება მიწვდომადობა, იგივე მედიკამენტების, ხარისხიანი ჯანდაცვის კუთხით, ეს მიწვდომადობა გაეზარდოთ. ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ყველა მათგანის ამოცანა იქნება, რომ უფრო მეტი შედეგი მიიღოს მოსახლეობამ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ავტორი: ნიუპრესი