„ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას" -ააიპების ხელმძღვანელები
ქუთაისის მერიის ააიპებში მოსალოდნენ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ ააიპის ხელმძღვანელები. "ნიუპრესი" რამდენიმე ააიპის ხელმძღვანელს გაესაბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობას აგრძელებენ და მათთვის საკადრო ცვლილებების შესახებ არაფერი უცნობებიათ.
„ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ახალი გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილებას იმავე პასუხისმგებლობით მივუდგებით. მე თავს ამ გუნდის წევრად ვთვლი და ნებისმიერი ცვლილება, ვფიქრობ, ქალაქის სასიკეთოდ იქნება მიღებული“,-განაცხადა ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა" ნანა ლორთქიფანიძემ.
საკადრო ცვლილელების შესახებ არაფერი იცის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო უჩაძემ. „საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ“- აღნიშნა უჩაძემ.
ინფორმაციას არ ფლობენ ასევე ააიპის "ბოტანიკური ბაღის", "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების", "ააიპი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის" ხელმძღვანელები. "არ ვიცით, რას აპირებენ, იმედია, რომ კარგს გააკეთებენ", - განაცხადა ჩვენთან საუბარში გიზო თავაძემ.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად ააიპ დაწესებულებების საკითხზე მუშაობენ და ააიპების ახალ ხელმძღვანელებს, ქუთაისის მერი კვირის ბოლომდე წარადგენს. "ნიუპრესის" ინფორმაციით, ააიპი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი უფროსის წარდგენა ხვალ მოხდება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე