|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი 1 ნოემბერს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალში იაპონიის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის ლიტვის და სხვა ქვეყნების საბალეტო სკოლების მოსწავლეები  მონაწილეობდნენ. მათგან საუკეთესოები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოარჩია და სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა. 

ბათუმის წარმომადგენლებმა ორ  - საუკეთესო სოლო შესრულებისა და საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმის ნომინაციაში გაიმარჯვეს.  საუკეთესო დუეტის ნომინაციაში იაპონელი მოცეკვავეები შეირჩნენ, ნომინაციაში - საუკეთესო კლასიკა  პოლონეთმა გაიმარჯვა. 
 ვერა წიგნაძის სპეციალური პრიზი  თურქეთის საბალეტო თეატრის პრიმა ბალერინას ოზლამ ოგუზს გადაეცა, ნუკრი მაღალაშვილის სახელობის სპეციალური პრიზი კი ვარშავის საბალეტო სკოლის წარმომადგენელმა მიიღო.

ფესტივალს მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე, ჰოლანდიის ეროვნული აკადემიის რექტორი ჟან ივ ესქუერი, საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე, საქართველოს სახალხო არტისტი ვლადიმერ ჯულუხაძე და ესტონეთის საბალეტო სკოლის ქორეოგრაფი იანსონ ვიერსტურსი  ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი