„კანონიერი ქურდობის“ მიმართ კანონი, შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადების თანახმად, „კანონიერი ქურდობისა“ და ქურდული სამყაროს წევრობის დასჯადობის შესახებ არსებული მუხლი, შესაძლოა, სასჯელი კიდევ გამკაცრდეს. მისი განმარტებით, საუბარია კანონის გამკაცრებაზე და არა შემსუბუქებაზე.
“ვთვლი, რომ ეს მუხლი არის ბუნდოვანი და საჭიროებს დაზუსტებას. მე სპეციალური ჯგუფი გავგზვანე იტალიაში, სადაც საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. კანონიერ ქურდობაზე სანქციები არ შემცირდება. გამკაცრებაზეა საუბარი და არა შემსუბუქებაზე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კანონში ხარვეზების არსებობაზე მიუთითებენ იურისტები, რომელთაც პირადად მოუწიათ მსგავსი ბრალდებების ქვეშ მყოფ პირთა უფლებების დაცვა, მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ მუხლში მეტი კონკრეტიკაა შესატანი.
შს მინისტრის განცხადებით, საქართველო, ამასთანავე "ევროპოლის" პარტნიორი ქვეყანა ხდება, რაც ნიშნავს ევროპოლთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით, თანამშრომლობას.
"უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ასევე მივიღოთ ევროპოლისგან ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფორმაცია”, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი