|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ემუქრებიან მოსახლეობას, თუ ოპოზიციონერი კანდიდატები გაიმარჯვებენ, მოუწყობენ საბოტაჟს, რაც არის დანაშაული"- ხატია დეკანოიძე

პრემიერ-მინისტრის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ღარიბაშვილოს განცხადება დასტურია, რამდენად კონტროლიდან და ჩარჩოდანაა გასული, მას არ ესმის, რას ნიშნვს სახელმწიფო, არჩევნები და დემოკრატია. დეკანოიძის თქმით, საქართევლოს პრემეირ-მინისტრი აშანტაჟებს მოსახლეობას და ამბობს, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ ცენტრალური ხელისუფლება შანტაჟით საბოტაჟს გამოუცხადებს მოსახლეობას. "კარგად ჩანს, როგორ კონტროლიდან არიან გასული. ემუქრებიან მოსახლეობას, თუ ოპოზიციონერი კანდიდატები გაიმარჯვებენ, მოუწყობენ საბოტაჟს, რაც არის დანაშაული. პრემეირი უარყოფს თვითმმართველიბის პრინციპს. სადაც ჩადის სიძულვილს აფრთქვევს ყველგან, მათ აქვთ სერიოზული შინაგანი დაბრკოლება, იციან, რონ ოპოზიციონერი კანდიდატები გაიმარჯვებენ. ამ განცხადებას გადავცემთ საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან ეს არის დანაშაული. ოპოზიციის გამარჯვება არის ფუნდამენტი, რომ , აუცილებელად რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა