კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო - ნათია თურნავა
ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო - ამის შესახებ ეჯკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის კომპანია მხოლოდ გზის გაყვანის სამუშაოებს ასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებას. „მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია - კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს",- განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, „ნამახვანი ჰესის" კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, მაგრამ ვიდრე ამაში მოსახლეობაც არ დარწმუნდება, იმ დრომდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი