კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებადამცველისთვის
ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა "კატო მიქელაძის სახელობის პრემია", რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.
კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.
2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2014 წელს კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა მარინა თაბუკაშვილი - ქალთა ფონდის "ტასო" გენერალური დირექტორი.
ამჯერად, ქალთა ფონდი იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მესამე დაჯილდოებისთვის მზადებას.
ნომინირების პირობებიის თაბახმად, კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს.
საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.
პრემიის მხარდამჭერები არიან ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედური ქალთა ფონდი კვინა ტილ კვინა და ქალთა გლობალური ფონდი.
ავტორი: ნიუპრესი