კახა კალაძე -"ვინც რევოლუციას, სისხლისღვრას დააპირებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება"
ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით, თუმცა მინდა, დავარწმუნე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ გაკოტრებულ ლიდერებს არაფერი არ გამოუვათ,- ასეთი კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შესაძლო დესატბილიზაციაზე განცხადებების შესახებ.
„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ვინც გადატრიალებას, რევოლუციას, სისხლის ღვრას დააპირებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავად ამ ადამიანების საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება ტელეკომპანია „რუსათავი 2“-ის ჩართულობა და გამოყენება ბნელი ზრახვების განსახორციელებლად. აქ საუბარი იყო ეგზიტპოლებზეც. ჩვენ ვიცით, რა განცხდადებები გაკეთდა - „რუსთავი 2“ აპირებს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას. ზოგადად კვლევები, რომელიც უკვე გამოაქვეყნეს, ისიც გაყალბებულია. ჩვენც ვატარებთ კვლევებს, აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. ამიტომ, სცენარის მიხედვით, უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები, არჩევნების დღეს კი - ეგზიტპოლები, შემდეგ, თითქოს ხმების დაცვის მიზნით, უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ეს არის ამ გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ბნელი ზრახვები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი არ გამოუვა ჩვენ ვიმოქმდებთ კანონის ფარგლებში“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს შიდა კვლევები, გარდა ამისა, გუშინ კონკრეტულმა პირებმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რა იყო რეალური შედეგები და რა შედეგები გამოაქვეყნა „რუსთავი 2“-მა. „ეს არის ერთი სცენარი, რომლის განხორციელებასაც გაკოტრებული პოლიტიკური ძალის ლიდერები აპირებენ. ველზე ვინც მუშაობდა, ვიცნობთ ამ კომპანიას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან თარხნიშვილი მეუღლის კომპანია, რომელიც ცნობილია საარჩევნო ხმების მოპარვით. ეს არის სამარცხვინო“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
იხილეთ ვიდეო
https://www.wetransfer.com/
ავტორი: ნიუპრესი