|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კახიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, თურქეთი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაზეც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები მეტყველებს. 

კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქე პირობითი მსჯავრის მქონე პირთა მდგომარეობის საკითხი. მინისტრის ინიციატივით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქე პრობაციონერებისთვის რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უმჯობესი იქნება საქართველოში დაბრუნება და საპრობაციო ვადის სამშობლოში მოხდა. აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივი შეთანხმების მიღწევის მიზნით კი, უმოკლეს ვადაში ქართულ და თურქულ მხარეებს შორის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.

„აღნიშნული საკითხის დარეგულირება შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. გარდა ამისა, მზად ვართ ჩვენს თურქ კოლეგებს ვუმასპინძლოთ და ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებისა და  მიღწეული შედეგების შესახებ გამოცდილება გავუზიაროთ, მათ შორის პენიტენციური ჯანდაცვისა და რიგი ნოვაციების კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა, სასჯელაღრულების სამინისტროს მადლობა გადაუხადა თურქულ მხარესთან ჩამოყალიბებული განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებისა და მხარდაჭერისათვის.

„შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღებაზე. რა თქმა უნდა, მოველით ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავებასა და კონკრეტული შედეგების მიღწევას,“ - აღნიშნა ელჩმა.

მხარეები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციური ჯანდაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამების კუთხით არსებულ გამოცდილებათა ურთიერთგაცვლის მიზნით, ორმხრივ სასწავლო და სამუშაო ვიზიტთა განხორციელებაზე შეთანხმდენ.

 

 

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, თურქეთი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაზეც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები მეტყველებს. 

კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქე პირობითი მსჯავრის მქონე პირთა მდგომარეობის საკითხი. მინისტრის ინიციატივით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქე პრობაციონერებისთვის რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უმჯობესი იქნება საქართველოში დაბრუნება და საპრობაციო ვადის სამშობლოში მოხდა. აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივი შეთანხმების მიღწევის მიზნით კი, უმოკლეს ვადაში ქართულ და თურქულ მხარეებს შორის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.

„აღნიშნული საკითხის დარეგულირება შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. გარდა ამისა, მზად ვართ ჩვენს თურქ კოლეგებს ვუმასპინძლოთ და ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებისა და  მიღწეული შედეგების შესახებ გამოცდილება გავუზიაროთ, მათ შორის პენიტენციური ჯანდაცვისა და რიგი ნოვაციების კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა, სასჯელაღრულების სამინისტროს მადლობა გადაუხადა თურქულ მხარესთან ჩამოყალიბებული განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებისა და მხარდაჭერისათვის.

„შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღებაზე. რა თქმა უნდა, მოველით ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავებასა და კონკრეტული შედეგების მიღწევას,“ - აღნიშნა ელჩმა.

მხარეები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციური ჯანდაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამების კუთხით არსებულ გამოცდილებათა ურთიერთგაცვლის მიზნით, ორმხრივ სასწავლო და სამუშაო ვიზიტთა განხორციელებაზე შეთანხმდენ.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი