|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის (R)

7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 9 ათას ტონამდე ყურძენი. აქედან 3,7 ათასი ტონა რქაწითელი, 3,7 ათასი ტონა საფერავი, 460 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 7,3 მლნ ლარი მიიღეს.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში რამდენიმე ღვინის კომპანიას ესტუმრა და საწარმოების მდგომარეობას გაეცნო, დაესწრო ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს.
„რთველი ფაქტობრივად დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია. სიღნაღში დაკრეფილია და საღვინე მიმართულებით გადამუშავებულია მოსავლის ნახევარზე მეტი. ყურძენი სიმწიფეში ნელ-ნელა უკვე შედის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კერძო ღვინის ქარხნები ელოდება ყურძნის დამწიფებას და მზადაა მიღება-გადასამუშავებლად. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაშია ყურძნის მისაღებად. გასული წლის მსგავსად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 82 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 20-მდე ღვინის კომპანია.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
კახეთის რეგიონში
• 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარი;
• 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარი;
• 1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:
• მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი
ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე ჰტტპ://გეორგიანწინე.გოვ.გე/სტატისტიც/ ან ჰტტპ://რტველი2016.გოვ.გე/სტატისტიც.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა