|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახეთში ყურძენი 15 ათსამდე მევენახემ ჩააბარა(R)

რთველის 2016-ის ფარგლებში ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 77,6 მლნ ლარი მიიღეს.

რთველის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად და ორგანიზებულად გრძელდება. 28სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია89ათასი ტონა ყურძენი. აქედან 50,6 ათასი ტონა რქაწითელი, 33,6ათასი ტონა საფერავი,  2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 30ათასი ტონა, თელავი - 22,5ათასი ტონა, ყვარელი - 20,5  ათასიტონა, სიღნაღი - 6,8ათასი ტონა, ლაგოდეხი -  2,7ათასი ტონა, ახმეტა -  2,5 ათასი ტონა, საგარეჯო-  2,4 ათასი ტონა და  დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტონა.

კვლავ სრული დატვირთვით მუშაობენ ღვინის საწარმოები - 27 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა5 425 ტონა შეადგინა. 

28 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 54 ღვინის კომპანია, მათ შორის,9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

კახეთის  რეგიონში რქაწითელზედა  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;

საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონშიმუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა