|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კეტჩუპის ნიმუშში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა - სეს

კეტჩუპის ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოავლინეს - სეს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი "PRIMO"-ს ნიმუშში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება ამავდროულად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია. სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია", - აცხადებს სეს-ი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.05%
გაუარესდა - 51.16%
არ შეცვლილა - 12.79%
სულ - 86 ხმა