|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა და გვჭირდება თქვენი თანადგომა"-გიორგი ჭიღვარია

ქუთაისში მესხიშვილის თეატრის დარბაზში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს თანაქალაქელს, რომელიც მოვიდა არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირა. ჩვენ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა და გვჭირდება თქვენი თანადგომა, განსაკუთრებით კი თქვენი თანადგომა გვჭირდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი", -განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ. მისი თქმით, მეორე ტურის დანიშვნა დემოკრატიის ნიშანია.

ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას მხარდასაჭერად ქუთაისში "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები იმყოფებიან. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ  ამომრჩეველს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი ჭიღვარია სწორად ქმედებით მიაღწევს იმას, რომ ქუთაისი თვისობრივად განსხვავებული ქალაქი გახდება.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ასე გულწრფელად ანდობთ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებას და მთავარია, რომ იგივე თვისებას ხედავთ ამ ძალაში. გულწრფელობა არის ის მთავარი ნიშან-თვისება, რომელიც უნდა აკავშირდებდეს თავის მოქალაქეებთან ხელისუფლებას. ჩვენ ამას მაქსიმალურად ვცდილობთ და ვფიქრობთ, რომ ეს ნიშანი გიორგი ჭიღვარიაში აბსოლუტურად გამოკვეთილია,  ამიტომაც მინდა,  წარმატებები ვუსურვო მას.  გარდა ამისა, ის არის ადამიანი, რომელიც სწორად ქმედებით მიაღწევს იმას, რომ ქუთაისი თვისობრივად განსხვავებული ქალაქი გახდება და მისი ხიბლი მეტად წარმოჩინდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეხვედრას პარლამენტი წევრები, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოქმედი მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. რაც შეეხება დარბაზში შკრებულ მხარდამჭერებს, აქ იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, ასევე იმყოფებოდა ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც არჩევნების დღეს "პრეს მედიის" წევრები შემოწმების გარეშე უბნიდან გააძევა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ შეხვედრა სამუშაო საათებში გაიმართა. 

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ქუთაისში მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია (49%) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (27%) გადავიდნენ, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

 

 

 

ამ თემაზე: "ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს"-კახა კალაძე [VIDEO]

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი